სოზარ სუბარი სააკაშვილზე: მადლობა თქვას იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააუქმა სასჯელთა შეკრებითობა, თორემ დღეს უკვე, მინიმუმ 18 წელი ექნებოდა მისჯილი

სოზარ სუბარი სააკაშვილზე: მადლობა თქვას იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააუქმა სასჯელთა შეკრებითობა, თორემ დღეს უკვე, მინიმუმ 18 წელი ექნებოდა მისჯილი

თუ ფსიქიკური დაავადება სააკაშვილის შიმშილობიდან არ არის გამოწვეული, მაშინ ეს კაცი ასეთი დაავადებებით ქვეყანას მართავდა და როგორმე მოითმინოს და მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მას დამსახურებულად ეკუთვნის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მოვუსმინოთ იმ ექსპერტებს, რომლებიც მისი ოჯახის მიერ არიან დაქირავებული და ყოველ დღე გვესაუბრებიან, რომ სააკაშვილი კვდება და იმ ჩამონათვალში, რაც გამოაქვეყნა მათ მიერ დაქირავებულმა, კოლექტიურმა, დიდმა საექსპერტო ჯგუფმა, არაფერი ტერმინალური არ წერია. პირიქით, იქ წერია ის, რაც გამოწვეულია შიმშილობიდან, ფსიქიკურის გარდა. ფსიქიკური შესაძლოა, ასევე შიმშილობიდან იყოს გართულებული და თუ შიმშილობიდან არ არის, მაშინ ეს კაცი ასეთი დაავადებებით ქვეყანას მართავდა და როგორ მოითმინოს და მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მას დამსახურებულად ეკუთვნის. მადლობა თქვას იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააუქმა სასჯელთა შეკრებითობა, თორემ დღეს უკვე, მინიმუმ 18 წელი ექნებოდა მისჯილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ სასჯელებზე, რომელიც შეიძლება მიიღოს, თუკი სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს წარდგენილ ბრალდებებში, რომელთა სასამართლო პროცესები ახლა მიდის“, - განაცხადა სუბარმა.