კატარში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა

კატარში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა

ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ანგარიშით 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი არგენტინამ საფრანგეთს ანგარიშით 4:2 სძლია.

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი მესამედ გახდა.  ფიფა-ს გადაწყვეტილება კატარში დასრულებული ტურნირის შემდეგ ასეთია - ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ენცო ფერნანდესი, არგენტინა
მეკარე – ემილიანო მარტინესი, არგენტინა. ბომბარდირი – კილიან მბაპე – 8 გოლი, საფრანგეთი