გურამ მაჭარაშვილი: არ შეიძლება რომელიმე გაერთიანება, მითუმეტეს ევროპული გაერთიანება პირდაპირ მოუწოდებდეს ერს, ქვეყანას, ვინ უნდა გამოუშვას ციხიდან, ვინ უნდა დაასანქციროს, რომელი კანონი მიიღოს და რომელი - არა

გურამ მაჭარაშვილი: არ შეიძლება რომელიმე გაერთიანება, მითუმეტეს ევროპული გაერთიანება პირდაპირ მოუწოდებდეს ერს, ქვეყანას, ვინ უნდა გამოუშვას ციხიდან, ვინ უნდა დაასანქციროს, რომელი კანონი მიიღოს და რომელი - არა

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არ შეიძლება რომელიმე გაერთიანება, მითუმეტეს ევროპული გაერთიანება პირდაპირ მოუწოდებდეს ერს, ქვეყანას, ვინ უნდა გამოუშვას ციხიდან, ვინ უნდა დაასანქციროს, რომელი კანონი მიიღოს და რომელი - არა.

მისი თქმით, საზოგადოება კუბილიუსისგან, ფოტიგასგან და სხვებისგან შეჩვეულია ისეთ განცხადებებს, რომელიც არის არა მარტო არაევროპული, არამედ - ანტიქართული.

„არ შეიძლება რომელიმე გაერთიანება, მითუმეტეს ევროპული გაერთიანება პირდაპირ მოუწოდებდეს ერს, ქვეყანას, ვინ უნდა გამოუშვას ციხიდან, ვინ უნდა დაასანქციროს, რომელი კანონი მიიღოს და რომელი - არა. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ შეჩვეულები ვართ ბატონი კუბილიუსისგან, ფოტიგასგან და ა.შ. ისეთ განცხადებებს, რომელიც არის არა მარტო არაევროპული, არამედ - ანტიქართული. არათუ ევროპულ ღირებულებებთან არ გვაქვს აქ საქმე, არამედ ელემენტარული სამართლის ნორმები არ არის აქ დაცული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა, რომელიც საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული ყოველწლიური ანგარიშის ავტორია, ამავე ანგარიშში სანქციების შესახებ შეტანილი შესწორებების წინააღმდეგ მისცა ხმა.