ლობირებდნენ, რომ კვდება და თურმე ამ დროს ის უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა მედპერსონალს, მათ შორის ფიზიკურს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ საკაშვილის ვოდეოკადრების შეფასებისას განაცხადა.
„სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაუფაროს, რაც უკვე მესამედ გამოაშკარავდა, ამის გადაფარვის მცდელობაა ახლა ფორმალურ მხარეზე ყურადღების გადატანა. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერია. პატივისა და ღირსების ნაწილში თუ კი რაიმე შეიძლება ყოფილიყო, სამინისტრომ ასეთი კადრების გასაჯაროებაზე როგორც ჩანს თავი შეიკავა. პირველად იყო, რომ თითქოს ვითომ შიმშილობდა და მაშინ გახდა ცნობილი რომ ტყუილი იყო. ფეიკი იყო ე.წ. შიმშილი. მეორედ იყო წამება, თითქოს მას აწამებდნენ და ესეც გამოაშკარავდა. უკვე მესამედ სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩავარდა. ცნობილი ნარატივი, თვეების განმავლობაში, რომ კვდება აღმოჩნდა ტყუილი. მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობის მედია საშუალებები, პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას და ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი კვდება, თურმე უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს აყენებდა მედპერსონალს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.