კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს პირადი ინფორმაციის და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით - ეს არის არსებითად მთავრობის პასუხისმგებლობა

კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს პირადი ინფორმაციის და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით - ეს არის არსებითად მთავრობის პასუხისმგებლობა

მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, იღებდეს იმ სამედიცინო დახმარებას, რაც ესაჭიროება და დაცული იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესით უზრუნველყოფის უფლება. ეს არის არსებითად მთავრობის პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

„სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს ადამიანის ძირითადი უფლებების მიხედვით და პირადი ინფორმაციის დაცვით და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით“, - აღნიშნა ელჩმა.