შალვა პაპუაშვილი: ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების

შალვა პაპუაშვილი: ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების" მიერ ხელისუფლების „დამხობის" და „ყველას დასჯის" პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო

ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ რადიკალების გუშინდელი აქცია, რომლის სცენიდანაც, უკვე საჯაროდ, „მებრძოლების" (!) მიერ ხელისუფლების „დამხობის" (!) და „ყველას დასჯის" (!) პირობა დაიდო, ევროკავშირის დაფინანსებული იყო, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

„საგანგაშოა, რომ, ამგვარი ქცევით, ევროკავშირის საელჩო, ქართველების თვალში, ევროკავშირს და ექსტრემიზმს ერთმანეთთან საბოლოოდ აკავშირებს“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

მარბიელი ეგ გავიგეთ და რა მერე? ჩვენ ისე ვიქცევით, როგორც ღელეს ნაპირზე მდგომი, რომელსაც არც გადახტომა უნდა და არც ფეხის დასველება და გადასვლა
მე მგონია, უველა პარტიამ უნდა დაწეროს თავისი მიდგომა შემდეგ საკითხებზე: 1. კორუფცია 2.განათლება. 3. ჯანდაცვა 4.სოფლის მეურნეობა 5.ანტიმონოპოლიური პოლიტიკა 6.სიღარიბესთან ბრძოლა 7. უმუშევრობა 8.ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკა 9 რაა მთავარი, უსაფრთხოება, თუ სხვის დაკრულზე ცეკვა 10 რატომაა ან ევროპა, ან რუსეთი ხსნა?
ყველა ამ საკითხზე თითოზე 2-3 გვერდზე სიტყვების რახარუხის გარეშე დასაბუთება და არგუმენტები, რომ არც წაკითხვა დაეზაროს ვინმეს და გასაგებიც იყოს!!!
4 საათის უკან
მარბიელი და კიდევ ერთი საკითხი - ემიგრაცია
4 საათის უკან