თემურ ჭყონია არჩევნებზე: ჩემი სუბიექტურია აზრია - მე მაგალითად, კიდევ ჩავატარებდი არჩევნებს და დავუმტკიცებდი, რომ არ გამიყალბებია

თემურ ჭყონია არჩევნებზე: ჩემი სუბიექტურია აზრია - მე მაგალითად, კიდევ ჩავატარებდი არჩევნებს და დავუმტკიცებდი, რომ არ გამიყალბებია

„იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ არჩევნების თემაზეც ისაუბრა. კითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ იგი არ არის სპეციალისტი და ვერ იტყვის, არჩევნები გაყალბდა თუ არა, მაინც მიიჩნევს, რომ ვადამდელი არჩევნები საჭიროა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ დღესაც ასე ფიქრობს.

„როდესაც საკამათო სიტუაციაა, ხდება გადათამაშება. აიღე და დაამტკიცე, რომ არ გააყალბე. ჩემი სუბიექტურია აზრია: მე მაგალითად, კიდევ ჩავატარებდი არჩევნებს და დავუმტკიცებდი, რომ არ გამიყალბებია“, - განაცხადა ჭყონიამ.

კითხვაზე, რამდენად არის პოლიტიკაში ჩართული, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ „ფინანსურად იშვიათად“.

„შეიძლება, ისეთი რამე მთხოვონ, რომ უმნიშვნელოა. მორალურად ჩართულობაზე, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი. როგორ შეიძლება ტყუილი ვთქვა. მე საერთოდ კოალიციური მმართველობის მომხრე ვარ“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.