გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვიხილეთ სააკაშვილის მდგომარეობის დახასიათებიდან აბსოლუტურად განსხვავებული სურათი, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ვიდეოკადრების ჩვენება იყო აუცილებელი

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვიხილეთ სააკაშვილის მდგომარეობის დახასიათებიდან აბსოლუტურად განსხვავებული სურათი, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ვიდეოკადრების ჩვენება იყო აუცილებელი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს გამოეხმაურა.

„ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად სხვა სურათი, განსხვავებული იმ შეფასებებიდან, სააკაშვილის მდგომარეობის იმ დახასიათებიდან აბსოლუტურად განსხვავებული სურათი, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების ძალიან დიდ რაოდენობას ჰქონდა აღებული, როგორც მთავარი თემა. მთავარი თემა, როგორ განავითაროს რევოლუციური პროცესები, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საზოგადოებისთვის კადრების ჩვენება იყო აუცილებელი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.