ჩვენ სააკაშვილის მეგობართა ჯგუფს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მძევლად აიყვანონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ ევროპარლამენტში სააკაშვილის მეგობართა ჯგუფის გამოსვლის პარალელურად ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ანგარიში, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პროგრესი რეფორმებისა და 12 პუნქტის შესრულების კუთხით.
სწორედ ამას ნიშნავს ეს განცხადება [გლუკსმანის განცხადება], რომ მათ სურთ მძევლად აიყვანონ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა და ამის საფასურად მოგვთხოვონ სააკაშვილისთვის სასჯელის არიდება. გუშინ, როდესაც დებატები იყო ევროპარლამენტში და ვხედავდით სააკაშვილის მეგობართა ჯგუფის გამოსვლას, პარალელურად გუშინვე ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ანგარიში, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პროგრესი რეფორმებისა და 12 პუნქტის შესრულების კუთხით. ეს არის ის უცნაური მდგომარეობა. ჩვენ ვნახეთ ვარჰეის ვიზიტი, ვნახეთ ბორელის განცხადებები, ევროპული საბჭოს ანგარიში, სადაც პირდაპირ ხდება საქართველოს პროგრესის აღიარება და ვხედავთ სრულიად სხვა, ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობას პატარა ჯგუფის მხრიდან. გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით და შეფასებას 12 პუნქტთან დაკავშირებით აკეთებს ევროპული კომისია და არა ევროპის პარლამენტი. ევროპის პარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ თავის პოლიტიკური დღის წესრიგი და მოქმედებენ ამ დღის წესრიგით. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არის პოლიტიკური ჯგუფი, რომელის დღის წესრიგიც არის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდება და არის ევროპა თავის სტრუქტურებით, რომელიც არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.