აშშ-ში რუსეთის 4 მოქალაქე დააკავეს - მათ რუსეთის ხელისუფლებისთვის საომარი ტექნოლოგიების შესყიდვასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

აშშ-ში რუსეთის 4 მოქალაქე დააკავეს - მათ რუსეთის ხელისუფლებისთვის საომარი ტექნოლოგიების შესყიდვასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ოთხი მოქალაქე დააკავეს. მათ რუსეთის ხელისუფლებისთვის საომარი ტექნოლოგიების შესყიდვასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შეთქმულები საომარი ტექნოლოგიების შესყიდვას ამერიკული კომპანიებისგან ცდილობდნენ.

როგორც ცნობილია, დაკავებულებიდან ერთ-ერთი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. მომხდართან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.