პერუში ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეტაკების დროს ოთხი ადამიანი დაშავდა.
პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს წინააღმდეგ დემონსტრაციები პერუს რამდენიმე დიდ ქალაქში გაიმართა. გასულ კვირას მემარცხენე პრეზიდენტმა პედრო კასტილომ კონგრესის დაშლა სცადა, რის შემდეგაც მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს და დააკავეს. დინა ბოლუარტემ, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, პრეზიდენტი შეცვალა.