აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ვაგზავნით თუ არა ჯარისკაცებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე, მილიონობით დოლარის ღირებულების“, - განუცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.
10 დეკემბერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დამატებით იარაღს, საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 19.7 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.