აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში გარკვეული შეშფოთება გამოთქვეს, რომ იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი უკანონო საქმიანობას შეიძლება დაუბრუნდეს.
„ვფიქრობ, არსებობს შეშფოთება, რომ ის შეიძლება დაუბრუნდეს იგივე საქმიანობას, რასაც წარსულში ახორციელებდა“, - განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსანმა.
ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი გააგრძელებს მუშაობას თავის პარტნიორებთან აფრიკაში, რათა გაიგოს არსებული რისკის ფაქტორები საერთაშორისო იარაღით ვაჭრობის კუთხით.
8 დეკემბერს, რუსეთი და აშშ კალათბურთელ ბრიტნი გრინერის იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვლაზე შეთანხმდნენ.