კამპანია „იმედის გენერატორების“ ფარგლებში, ევროპარლამენტმა უკრაინას გენერატორი გადასცა

კამპანია „იმედის გენერატორების“ ფარგლებში, ევროპარლამენტმა უკრაინას გენერატორი გადასცა

ევროპარლამენტმა, ბრიუსელისა და ბელგიის რამდენიმე ქალაქის მმართველებთან ერთად, კამპანია „იმედის გენერატორების“ ფარგლებში, უკრაინას პირველი გენერატორი გადასცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტო მეცოლა Twitter-ზე წერს.

„დღეს ჩვენ შევუერთით ქალაქებს, რომლებმაც უკრაინას გენერატორები გადასცეს“, - წერს მეცოლა.

23 ნოემბერს მეცოლამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი უკრაინის დასახმარებლად ევროპარლამენტი კამპანიის „იმედის გენერატორები“ ფარგლებში უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის.