გია ცაგარეიშვილი „ფრანკლინის კლუბზე“: ეწევიან საქმიანობას, რაც ახალგაზრდების ორგანიზებას გულისხმობს, ე.წ. დაკვალიანებას - ერთადერთი მიზნით, როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით

გია ცაგარეიშვილი „ფრანკლინის კლუბზე“: ეწევიან საქმიანობას, რაც ახალგაზრდების ორგანიზებას გულისხმობს, ე.წ. დაკვალიანებას - ერთადერთი მიზნით, როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით

ეწევიან საქმიანობას, რაც ახალგაზრდების ორგანიზებას გულისხმობს, ე.წ. დაკვალიანებას, ერთადერთი მიზნით, როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით, რადგან არჩევნები კონსტრუქციული გზაა ხელისუფლების ცვლილების. ეს მათ მიზნებში არასდროს შედიოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ფრანკლინის კლუბზე“ საუბრისას განუცხადა.

„ე.წ. რეფორმები, რომელიც ემსახურებოდა ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის ტვინის გამორეცხვას, „ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა. ზოგიერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი გაანადგურეს, ზოგიერთს ქონება წაართვეს. იმ სასწავლებლების კურსდამთავრებული ადამიანები არიან ახლა სათავეში ძველ გამრუდებულ გზას. ეწევიან საქმიანობას, რაც ახალგაზრდების ორგანიზებას გულისხმობს, ე.წ. დაკვალიანებას, ერთადერთი მიზნით, როგორმე შეიცვალოს ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა, არა არჩევნების გზით, რადგან არჩევნები კონსტრუქციული გზაა ხელისუფლების ცვლილების. ეს მათ მიზნებში არასდროს შედიოდა, ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე. რა თქმა უნდა, მე რ მიკვირს, რომ იქ გიული ალასანიას, ჯაფარიძის, რამიშვილისა და სხვების გვარები ჩანს. ტვინების გამორეცხვის მეთოდი დახვეწილია; კომუნიკაციის მეთოდები, რა თქმა უნდა, წინ წასული და დახვეწილია - ადამიანის შეგნებამდე და გონებამდე მისვლის მოკლე გზები ნაპოვნია“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

კლასიკური ლიბერალიზმის და ლიბერტარიანიზმის გამავრცელებელი ასოციაცია - „ფრანკლინის კლუბი“ 2021 წელს დაფუძნდა. მე-18 საუკუნის გამორჩეული ამერიკელი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის სახელობის კლუბის მთავარი საქმიანობა ამ ეტაპზე აკადემიაა. კლუბი აქტიურია პრაქტიკულად ყველა სოციალურ პლატფორმაზე. მე 10-11-12 კლასელებს სთავაზობს უფასო კურსებს, რაც ცხადია დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.