დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა

ვლადიმერ პუტინი შესაბამის დროს დონბასში ჩავა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დროთა განმავლობაში, ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის ფედერაციის რეგიონი", - თქვა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, არ არსებობს ინფორმაცია რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღების შესახებ, რამდენადაც პუტინმა მისი დასრულება გამოაცხადა.

9 ნოემბერს პესკოვმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ცოტა ხნის შემდეგ დონბასს ეწვეოდა, მაგრამ კონკრეტული გეგმები არ გასაჯაროებულა.