ანე გენეტი: საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შავი ზღვის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას

ანე გენეტი: საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შავი ზღვის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას

საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შავი ზღვის უსაფრთხოება კი არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც შავი ზღვის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებას და დაცულობას, - ამის შესახებ საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატმა, ანე გენეტმა განაცხადა.

„ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ეროვნული ტერიტორიები. ვსაუბრობთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე და ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე“, - განაცხადა გენეტმა.

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესია გრძელდება. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.

Aburjga Tasmanieli დეპპუტატო გენტ, თქვენთვის ცნობილია თუ არა 1444 წელს როგორ დაესხა საქართველოს ბურგუნდიიდ მეფის ფლოტი?! მაინც სად მოგვაგნო იმ შეჩვენებულმა?!
2 წლის უკან