ალეკო ელისაშვილი დეოლიგარქიზაციის კანონზე: ის ბუმერანგი, რომელიც ჩემი კოლეგების ნაწილმა დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს, მოხვდება მამუკა ხაზარაძეს, კობა ნაყოფიას

ალეკო ელისაშვილი დეოლიგარქიზაციის კანონზე: ის ბუმერანგი, რომელიც ჩემი კოლეგების ნაწილმა დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს, მოხვდება მამუკა ხაზარაძეს, კობა ნაყოფიას

ის ბუმერანგი, რომელიც ჩემი კოლეგების ერთმა ნაწილმა დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს, მოხვდება მამუკა ხაზარაძეს, კობა ნაყოფიას, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს მოხერხებულად გამოიყენებს ისევ ოპოზიციის დამფინანსებელი მდიდრების წინააღმდეგ. ის ბუმერანგი, რომელიც ჩემი კოლეგების ერთმა ნაწილმა დაუმიზნა ბიძინა ივანიშვილს, მოხვდება მამუკა ხაზარაძეს, კობა ნაყოფიას... მარტო ივანიშვილში ხომ არ არის საქმე, სამერმისოდ რომ ვიღაც მოვიდეს და აპამპულაოს ქვეყანა, მერე ახლი კანონი უნდა მივიღოთ, რომ იმის სახელი და გვარი ჩავწეროთ, 20 წლის მერე კიდევ ახალი... ეს ხომ არ არის სერიოზული?!“, - აღნიშნა ელისაშვილმა.

ოლიგარქთა რეესტრს, პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტში ცვლილებები შევა. პარლამენტის წევრებს საბოლოო რედაქცია კენჭისყრისთვის დღეს წარედგინებათ.