ოპოზიციამ მაშინ დაუშვა შეცდომა, როდესაც ევროპელებს ჩააწერინა ეს მუხლი ამ ფორმულირებით, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დეოლოგარქიზაციის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ტრენდია რაღაცნაირად ოლიგარქის ძახილი იმაზე, ვისთანაც შემდეგი ნაბიჯი სანქირება უნდა იყოს - ოპიზიცია ამ ცდუნებას წამოეგო“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ოლიგარქთა რეესტრს, პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - ინიციატივა მმართველ გუნდს ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტში ცვლილებები შევა. პარლამენტის წევრებს საბოლოო რედაქცია კენჭისყრისთვის დღეს წარედგინებათ.