მეც უნგრელი ვარ და რა პრობლემა აქვს ქალბატონ სალომეს [სამადაშვილი] სიამოვნებით მოვისმენდი, - ამის შესახებ „გირჩის “წევრმა, ჰერმან საბომ სალომე სამადაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ყველას უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება მოწინააღმდეგის გარეშე, რომ ყველა ბენეფიტი, რაც ამ კანდიდატის სტატუსს მოჰყვება, მის სახელთან იყოს ასოცირებული. ქალბატონ სალომეს არ უნდა ახლა და აქ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, მე ეს ეჭვი უფრო მაქვს, ვიდრე ის, რომ მას არ უნდა ევროპა“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ვარჰეი ევროკომისიაში ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, ორბანი კი პუტინის მოკავშირეა. ეს განცხადება ევროკომისარზე თავდასხმად შეფასდა სახელისუფლებო პარტიაში და ითქვა, რომ მისი შინაარსი ანტიდასავლურია