ანჯეი დუდას განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა

ანჯეი დუდას განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა რაკეტა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ის.

აფეთქება გვიან ღამით უკრაინის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელ პჟევოდოვოში, მარცვლეულის საშრობი ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა.

სხვადასხვა მედიასაშუალებამ მალევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პჟევოდოვოში უკრაინის მიმართულებით ნასროლი 2 რუსული რაკეტა აფეთქდა. ინციდენტიდან მალევე პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ მთავრობა შეიარაღებული ძალების მზადყოფნას აძლიერებს.