ალეკო ელისაშვილი ვარჰეის კრიტიკაზე: ოლივერ ვარჰეი არის ევროკომისარი, უნგრელი ტურისტი ან მწყემსი ხომ არ არის ჩამოსული საქართველოში კერძო ვიზიტით

ალეკო ელისაშვილი ვარჰეის კრიტიკაზე: ოლივერ ვარჰეი არის ევროკომისარი, უნგრელი ტურისტი ან მწყემსი ხომ არ არის ჩამოსული საქართველოში კერძო ვიზიტით

ოლივერ ვარჰეი არის ევროკომისარი, უნგრელი ტურისტი ან მწყემსი ხომ არ არის ჩამოსული საქართველოში კერძო ვიზიტით, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ჩემი ოპოზიციონერი კოლეგების ერთი ნაწილის ასეთი ხელაღებით კრიტიკა ევროკომისრის... ეს ადამიანი არის ევროკომისარი, უნგრელი ტურისტი ხომ არ არის ან უნგრელი მწყემსი ჩამოსული საქართველოში კერძო ვიზიტით. ეს არის ევროკომისარი, ძალიან მაღალი თანამდებობის ადამიანი, თან ინტეგრაციაზე პასუხისმგებელი, ადამიანი, რომელმაც ღიად გვითხრა, რომ ვარ მონდომებული საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას?! რით განსხვავდება ბატონი ვარჰეის ეს კრიტიკა იმისგან, რასაც სჩადის „ქართული ოცნება“ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიმართ?!“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ვარჰეი ევროკომისიაში ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, ორბანი კი პუტინის მოკავშირეა. ეს განცხადება ევროკომისარზე თავდასხმად შეფასდა სახელისუფლებო პარტიაში და ითქვა, რომ მისი შინაარსი ანტიდასავლურია.