ლევან ბეჟაშვილი: ოპოზიციამაც მიიღო გზავნილები, მაგრამ მთავარი გზავნილები და პასუხისმგებლობა ამ პროცესის მართებულად წარმართვაზე ეკისრება ხელისუფლებას

ლევან ბეჟაშვილი: ოპოზიციამაც მიიღო გზავნილები, მაგრამ მთავარი გზავნილები და პასუხისმგებლობა ამ პროცესის მართებულად წარმართვაზე ეკისრება ხელისუფლებას

ოპოზიციას აქვს ეს როლი ყველა ქვეყანაში, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას ზედმეტად წაახალისებენ და ასე შემდეგ, ეს ბუნებრივია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციას აქვს ეს როლი ყველა ქვეყანაში, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას ზედმეტად წაახალისებენ და ასე შემდეგ, ეს ბუნებრივია. ოპოზიციამაც მიიღო გზავნილები, მაგრამ მთავარი გზავნილები და პასუხისმგებლობა ამ პროცესის მართებულად წარმართვაზე ყველა ქვეყანაში, ყველა დროს ეკისრება ხელისუფლებას“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ვარჰეი ევროკომისიაში ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, ორბანი კი პუტინის მოკავშირეა. ეს განცხადება ევროკომისარზე თავდასხმად შეფასდა სახელისუფლებო პარტიაში და ითქვა, რომ მისი შინაარსი ანტიდასავლურია.