როგორც კი პოზიტიური მიდგომა დაინახეს ევროკავშირის მხრიდან, მაშინვე დაიწყეს ევროკომისრის ბულინგი, როგორ გაბედა მანდ და საქართველოს პოზიტიური მესიჯები გამოგზავნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ეს, კიდევ ერთხელ ზუსტად მიანიშნებს, რომ მათი მიზანია საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ვარჰეი ევროკომისიაში ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, ორბანი კი პუტინის მოკავშირეა. ეს განცხადება ევროკომისარზე თავდასხმად შეფასდა სახელისუფლებო პარტიაში და ითქვა, რომ მისი შინაარსი ანტიდასავლურია