დონალდ ტრამპის განცხადებით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. როგორც BBC წერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწეებმა ოფიციალური განაცხადი მაშინ შეიტანეს, როდესაც თავად ტრამპი ფლორიდაში, მის რეზიდენციასთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავდა.
„ამერიკის დაბრუნდება ზუსტად ახლა იწყება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებულ შტატებს 2017-დან 2021 წლამდე მართავდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის ჯო ბაიდენთან დამარცხდა.