რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, მედიისა და ოფიციალური პირების განცხადებებს, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ, პროვოკაციას უწოდებს, - ამის შესახებ პროპაგანდისტული მედიასაშუალება ТАСС ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
"მიზანმიმართული პროვოკაციის მიზანი ვითარების დაძაბვაა. უკრაინა-პოლონეთის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე რუსული განადგურების საშუალებებით არანაირი იერიში არ მიგვიტანია", - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, დღეს ღამით პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც პოლონეთის ორი მოქალაქე ემსხვერპლა.