მათთვის აბსოლუტურად ყველა, ეს იქნება ევროკომისარი, ქართველი პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი საჯარო პირი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ევროინტეგრაციის მიმართ, არის მოწინააღმდეგე და შეეცდებიან ყველანაირად ჩრდილი მიაყენონ და დააკნინონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ამით ისინი აკნინებენ არა ამ ადამიანებს, არამედ ევრო ინსტიტუტებს. საკუთარი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მზად არიან აბსოლუტურად ყველანაირი განცხადებებისთვის და მზად არიან ძირი გამოუთხარონ არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, არამედ ევროპულ ინსტიტუტებსაც“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ვარჰეი ევროკომისიაში ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, ორბანი კი პუტინის მოკავშირეა. ეს განცხადება ევროკომისარზე თავდასხმად შეფასდა სახელისუფლებო პარტიაში და ითქვა, რომ მისი შინაარსი ანტიდასავლურია.