მამუკა მდინარაძე: გუშინ მოვისმინეთ ევროკომისრის და ნატოს გენმდივნის განცხადებები, რომელიც ძალიან დამაიმედებელი და ბევრის მიმანიშნებელი იყო

მამუკა მდინარაძე: გუშინ მოვისმინეთ ევროკომისრის და ნატოს გენმდივნის განცხადებები, რომელიც ძალიან დამაიმედებელი და ბევრის მიმანიშნებელი იყო

გუშინ მოვისმინეთ ევროკომისრის და ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები, რომელიც ძალიან დამაიმედებელი და ბევრის მიმანიშნებელი იყო საქართველოს პოზიტიურ წინსვლაზე, სტაბილურ განვითარებასა და ამის სწორ შეფასება-დაფასებაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ევროკომისრის გუშინდელი განცხადებები აღიარებს ამ ქვეყნის წარმატებას და ეს ყველა ქართველს უნდა უხაროდეს. გუშინ ასევე ვნახეთ ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაც, რომელიც ასევე ძალიან დამაიმედებელი იყო და მისი განწყობაც ბევრის მიმანიშნებელია, რაც საქართველოს პოზიტიურ წინსვლაზე, მის სტაბილურ განვითარებაზე, ამის სწორ შეფასებასა და დაფასებაზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, ყველა ქართველს უნდა უხაროდეს ის, რომ ეს არის ქვეყნის ევროპული მომავალი, მეტი პერსპექტივა და შანსი და აი, ამ მესიჯებზე თავდასხმა, რომელიც პოზიტიურ გზავნილებს ახმოვანებენ, არის საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება და ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.