საქართველოში ოლივერ ვარჰეის ვიზიტი იყო ძალიან იმედისმომცემი. მან ყველაზე მთავარი გვითხრა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, გავხდეთ კანდიდატი ქვეყანა და შევუერთდეთ ევროკავშირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
„განსაკუთრებით გასამახვილებელია ყურადღება ელექტროკაბელზე, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს და რომელიც კავკასიურ ენერეგიას დააკავშირებს ევროკავშირთან. ეს რა თქმა უნდა, ევროკავშირს სჭირდება, მაგრამ ასევე ჩვენს ქვეყანასა და აზერბაიჯანს მისცემს ძალიან საჭირო პოლიტიკურ წონას“, - აღნიშნა ხელაშვილმა.