თამთა მეგრელიშვილი: ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს  ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა, გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო - საქართველო საიმედო პარტნიორია, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება

თამთა მეგრელიშვილი: ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს  ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა, გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო - საქართველო საიმედო პარტნიორია, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება

ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა. ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო - საქართველო საიმედო პარტნიორია! საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, 12 პუნქტიან მოთხოვნებზე აუცილებელია ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის ერთობლივი მუშაობა, დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება პერსონიფიცირებული - ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

რაც შეეხება „პოლიტპატიმარ სააკაშვილს და მედიამენეჯერს“, რაზეც ოლივერ ვარჰეის პასუხი იყო - რატომ გგონიათ რომ ამდენი ვიცი?!, როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, დასკვნა მარტივია - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს - კანონდამრღვევი კანონდამრღვევია.

„ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია დღეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერმინისტრთან შეხვედრისას გააჟღერა.

ევროკავშირის გზავნილი მკაფიო და პირდაპირი იყო კერძოდ:

საქართველო საიმედო პარტნიორია!

საქართველოს ეკონომიკა ვითარდება!

12 პუნქტიან მოთხოვნებზე აუცილებელია ოპოზიციისა და სახელისუფლებო გუნდის ერთობლივი მუშაობა!

დეოლიგარქიზაციის კანონი ვერ იქნება პერსონიფიცირებული ( ვერ მოერგება კონკრეტულ სახელსა და გვარს)

პოლიტპატიმარი სააკაშვილი და მედიამენეჯერი...(მთავარი არხის მიერ დასმული კითხვა)

პასუხი - რატომ გგონიათ რომ ამდენი ვიცი?!

მარტივი დასკვნა - საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს- კანონდამრღვევი კანონდამრღვევია! არანაირი პოლიტპატიმარი პრეზიდენტი და პოლიტპატიმარი მედიამენეჯერი! წერტილი“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.