რუსეთმა ჯიმ კერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ჯიმ კერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

კანადის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ რუსეთმა კანადის 100 მოქალაქეს, მათ შორის მსახიობ ჯიმ კერის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

„პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მიერ სანქციების დაწესების უწყვეტი პრაქტიკის საპასუხოდ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია კანადის ასი მოქალაქისთვის“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ ალბერტას პროვინციის პრემიერი, დანიელ სმიტი, კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის CBC-ის ჟურნალისტები და კანადა-უკრაინის ფონდის რამდენიმე წევრი.