ევროპის უსაფრთხოების გარემო იცვლება. აშკარაა ყველასთვის ის გამოწვევები, რომლებიც ევროპის წინაშეა. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვა და უსაფრთხოება, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესიმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„განვიხილავთ პრაქტიკულ იმპლემენტაციას უკრაინის შეირაღებული ძალების დახმარების გასაძლიერებლად. 3 თვეში შევძელით მისიის ჩამოყალიბება უკრაინელი ჯარისკაცების გასაწვრთნელად, რაც ევროპელებისთვის რეკორდულად მცირე დროა. ევროკავშირის მისია გადაამზადებს 15 000 უკრაინელ ჯარისკაცს. მისიის მიზანი უკრაინის შეირაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდა. გადამზადება ევროკავშირის სხვადახვა ქვეყანაში მოხდება. უკრაინის ჯარი იბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს არის მოვლენების ისეთი განვითარება, რასაც რუსეთი ნამდვილად არ ელოდა. ომი არ მიდის ისე, როგორც ვლადიმერ პუტინს წარმოედგინა“, - განაცხადა ბორელმა.