პუტინი G20-ის სამიტს ონლაინ რეჟიმშიც არ დაესწრება

პუტინი G20-ის სამიტს ონლაინ რეჟიმშიც არ დაესწრება

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტს ონლაინ რეჟიმშიც არ დაესწრება.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ინდონეზიაში სამიტში მონაწილეობის მისაღებად არგამგზავრება განპირობებულია პუტინის განრიგით და რუსეთში ყოფნის აუცილებლობით.

პუტინი G20-ის ლიდერების სამიტს პირადად არ დაესწრება, ხოლო რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტს, სავარაუდოდ ონლაინ ფორმატში შეუერთდება.