მივესალმები ხერსონის უკრაინაში დაბრუნებას, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„მივესალმები ხერსონის უკრაინაში დაბრუნებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის სუვერენული უფლებების სრული აღდგენისკენ. საფრანგეთი გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე.