აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ ის გაბრაზდა იმის გამო, რომ მის მიერ არჩეულმა რამდენიმე „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა კონგრესში შუალედური არჩევნები წააგო.
„მივმართავ მათ, ვინც კორუმპირებული მედიის ყალბი ნარატივით იკვებება, რომ მე გაბრაზებული ვარ შუალედური არჩევნების გამო: არ დაიჯეროთ. სულაც არ ვარ გაბრაზებული, მშვენიერი სამუშაო განვახორციელე (კენჭს არ ვიყრიდი!). მომავალს ვუყურებ. გახსოვდეთ, რომ „სტაბილური გენიოსი“ ვარ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.