ამ დროის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211, „დემოკრატებმა“ კი 197 მანდატი მოიპოვეს

ამ დროის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 211, „დემოკრატებმა“ კი 197 მანდატი მოიპოვეს

შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს ითვლიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში მონაცემები არსებითად არ შეცვლილა.

ამ დროისათვის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 211, დემოკრატებს კი 197 მანდატი აქვთ. სენატში რესპუბლიკელებმა 49, დემოკრატებმა კი 48 მანდატის მოპოვება შეძლეს.

მოიპოვებენ თუ არა რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას, ამას არიზონისა და ნევადის შტატებიდან მიღებული შედეგები გადაწყვეტს.