აშშ-ში, პენსილვანიის შტატში დემოკრატი კანდიდატი აირჩიეს, რომელიც 9 ოქტომბერს გარდაიცვალა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ტონი დელუკამ ხმების 85%-ზე მეტი მიიღო. როგორც ირკვევა, დელუკას გარდაცვალების დროისთვის, ბიულეტენის შეცვლა ან სხვა კანდიდატის წამოყენება უკვე დაგვიანებული იყო.
პენსილვანიის დემოკრატიული კამპანიის კომიტეტის განცხადებით, უახლოეს მომავალში განმეორებითი არჩევნები გაიმართება.