რადიკალურ ოპოზიციას ძალიან აწუხებს ის, რომ რადგან ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, ეს ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს, როდესაც ითხოვდნენ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას იმიტომ, რომ თითქოს საქართველო იარაღით ამარაგებს რუსეთს. ეს კამპანია უკვე თითქმის ერთი წელია გრძელდება. მათ ძალიან აწუხებთ ის, რომ რადგან ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, ეს ქვეყნის სტაბილურობას განაპირობებს, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ქვეყანას დარტყმა ამ მიმართულებით უნდა მიაყენონ. ამიტომ ეს კამპანია დღეს შეიძლება კიდევ უფრო ფართოდ გაშალონ, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ რამენაირად ეკონომიკურადაც დააზიანონ. ეს არის იმ დიდი გეგმის ნაწილი, რასაც საქართველოზე შურისძიება ჰქვია და ისინი ამისთვის ყველა მეთოდს გამოიყენებენ, მათ შორის იმასაც, თუ რატომ არის ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა და რატომ არ არის დასანქცირებული იმისთვის, რომ აქვს ეკონომიკური ზრდა“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მმართველი გუნდის ინფორმაციით, ოპოზიციამ ახალი გეგმა შეიმუშავა და ქვეყნის ინტერესების საზიანო კამპანია დაგეგმა. მათივე ცნობით, საქმე ეხება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც სავარუდოდ უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.