პოდოლიაკი: უკრაინის ზურგს უკან რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

პოდოლიაკი: უკრაინის ზურგს უკან რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის ზურგს უკან რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ორივე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია იქამდეც კი, რომ მიიღონ გაფრთხილება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ, მაგრამ არანაირი მოლაპარაკება რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის უკრაინასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ჩვენი პარტნიორები იცავენ პრინციპს „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.