სტოლტენბერგი: თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს პუტინსა და სხვა ავტორიტარულ ლიდერებს სიგნალს გაუგზავნის, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ მიზნებს სასტიკი სამხედრო ძალის გამოყენებით მიაღწიონ

სტოლტენბერგი: თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს პუტინსა და სხვა ავტორიტარულ ლიდერებს სიგნალს გაუგზავნის, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ მიზნებს სასტიკი სამხედრო ძალის გამოყენებით მიაღწიონ

თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს პუტინსა და სხვა ავტორიტარულ ლიდერებს სიგნალს გაუგზავნის, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ მიზნებს სასტიკი სამხედრო ძალის გამოყენებით მიაღწიონ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ომი უკრაინაში სასტიკი აგრესიის ომია, რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა დამოუკიდებელი სუვერენული დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო. ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა ხელყოფა. ეს ომი უკრაინაში ყოველდღიურად იწვევს სისხლისღვრას, ტანჯვას, სიკვდილს, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ამიტომ, ომი უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არა 2022, არამედ 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის უკანონო ოკუპაცია მოახდინა და კონტროლი დაამყარა ტერიტორიაზე უკრაინის აღმოსავლეთში.

„თუ უკრაინა მიიღებს რუსეთის მოთხოვნებს და დათანხმდება იმას, რომ რუსეთს შეუძლია წინსვლის გაგრძელება და მისი ტერიტორიების დაპყრობა, ეს მხოლოდ გაზრდის იმის რისკს, რომ რუსეთი კვლავ და კვლავ განახორციელებს თავდასხმებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.