ამერიკელმა მსახიობმა და კინორეჟისორმა, შონ პენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი „ოსკარი“ გადასცა.
„როდესაც გაიმარჯვებთ, დამიბრუნებთ“, - განუცხადა შონ პენმა უკრაინის პრეზიდენტს.
„ამჯერად ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონ პენმა „ოსკარის“ ქანდაკება მოიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. [ის] უკრაინაში იქნება ომის დასრულებამდე“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.