SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა დამოუკიდებელ ამომრჩევლებს მოუწოდა, კონგრესის ხვალინდელ არჩევნებში ხმა „რესპუბლიკელებს“ მისცენ.
„დამოუკიდებელ ამომრჩევლებს: გაზიარებული ძალაუფლება ზღუდავს ორივე მხარის მხრიდან ყველაზე ცუდ ექსცესებს, ამიტომ გირჩევთ ხმა მისცეთ „რესპუბლიკურ“ კონგრესს, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი „დემოკრატია“, - აღნიშნა ილონ მასკმა.