უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის რუსეთთან მოლაპარაკებების პოზიცია ცნობილია და ღიაა.
„უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. ჩვენი მოლაპარაკების პოზიცია ცნობილია და ღიაა. ჯერ რუსეთს გაჰყავს ჯარები უკრაინიდან, შემდეგ - ყველაფერი დანარჩენი. მზად არის თუ არა ამისთვის პუტინი? ცხადია, რომ არა. ამიტომ, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. ჩვენ ვისაუბრებთ რუსეთის შემდეგ ლიდერთან“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.