მამუკა მდინარაძე: ამ ყველაფერს ორი მიმართულება აქვს - ერთი, საზოგადოებაში რამენაირად დაიჭირონ ნიშა, ვინ უფრო დააზიანებს „ქართულ ოცნებას“ და რეალურად, ამით ისინი სახელმწიფოს აზიანებენ

მამუკა მდინარაძე: ამ ყველაფერს ორი მიმართულება აქვს - ერთი, საზოგადოებაში რამენაირად დაიჭირონ ნიშა, ვინ უფრო დააზიანებს „ქართულ ოცნებას“ და რეალურად, ამით ისინი სახელმწიფოს აზიანებენ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ქმედებები ქვეყნის დაზიანებისკენ არის მიმართული. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში შიდაბრძოლა მიმდინარეობს.

„ამ ყველაფერს ორი მიმართულება აქვს. ერთი, საზოგადოებაში რამენაირად დაიჭირონ ნიშა, ვინ უფრო დააზიანებს „ქართულ ოცნებას“ და რეალურად, ამით ისინი სახელმწიფოს აზიანებენ. მათი რადიკალური ქმედებები ქვეყნის დაზიანებისკენ არის მიმართული, რამენაირად დააზიანონ „ქართული ოცნება“. ანუ, საბოლოო ჯამში, რადიკალურ ნიშაზე ებრძვიან ერთმანეთს. ახლა სამეული ცდილობს, „ნაცმოძრაობაზე“ უფრო რადიკალური იყოს. მეორე მხრივ, იბრძვიან, მათ რიგებში წამოწეული ოლიგარქების ფულს ვინ დახარჯავს ამისთვის. მათ ერთმანეთში ბრძოლა აქვთ, ერთი მხრივ, რადიკალიზმზე და ვინ დახარჯავს ოლიგარქების ფულს. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, აზიანებენ ქვეყანას, მის საგარეო იმიჯს. ეს არის შიდაბრძოლა რადიკალურ ოპოზიციაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ და ელენე ხოშტარიამ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს და ერთი პოლიტიკური გეგმით იმოქმედებენ.