აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შეფასებისას განაცხადა.
„ახლა ყველას გვაწუხებს ერთი რამ: ილონ მასკმა შეიძინა ინსტრუმენტი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს. გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენი შვილები მიხვდებიან, რა დევს სასწორზე?“ - აცხადებს ბაიდენი.
ილონ მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. კომპანიის შეძენის პროცედურის დასრულებას მასკი Twitter-ზე შემდეგი ტვიტით გამოეხმაურა: „ჩიტი თავისუფალია“.
Twitter-ის ყიდვიდან რამდენიმე საათში ილონ მასკმა კომპანიის გენერალური დირექტორი პარაგ არგავალი, ფინანსური დირექტორი ნედა სეგალი, მთავარი იურისტი ვიჯაია გადი და სხვა ტოპმენეჯერები თანამდებობიდან გაათავისუფლა.