ჩრდილოეთ კორეამ ყვითელი ზღვის მიმართულებით მცირე სიშორის ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ზღვაში დაცემამდე რაკეტებმა 130 კილომეტრი იფრინეს. ამერიკული და სამხრეთკორეული სპეცსამსახურები მომხდარის დეტალებს სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ფრენისას მწყობრიდან გამოვიდა. ამის შემდეგ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, განაახლოს მოლაპარაკებები ბირთვული განიარაღების შესახებ.