ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და მისი სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„როგორც „დიდმა შვიდეულმა“ გააკეთა ყოველ ნაბიჯზე, ჩვენ ერთად განვიხილავთ რუსეთის ბოლო ესკალაციას და მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ინფრასტრუქტურის კუთხით, „დიდი შვიდეული“ შეთანხმდა, შექმნას ახალი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც დაეხმარება უკრაინის ენერგეტიკული ქსელის შეკეთებას, აღდგენასა და დაცვას, სწორედ იმ ქსელის, რომლის წინააღმდეგ პრეზიდენტი პუტინი სისასტიკეს იჩენს. და ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ უსაფრთხოების მხარდაჭერას, რომ დავეხმაროთ უკრაინას ამ თავდასხმებისგან დაცვაში, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში და თავდაცვის წარმოების გაძლიერებაში“, – აღნიშნა ბლინკენმა.