ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდიდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თეირანმა მოსკოვს დრონების „მცირე“ რაოდონება მიაწოდა. ამასთანავე, ჰოსეინ აბდოლაჰიანის თქმით, დრონების მიწოდება უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე განხორციელდა.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანი თავს უკრაინაში არსებული კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს, და თუ თეირანს ომში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებებს წარუდგენენ, ქვეყანა „არ იქნება გულგრილი“.