თუ რუსეთს არ მოუნდება დონბასისა და ყირიმის დაბრუნება, ეს ნიშნავს, რომ ომი არ დასრულებულა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხურ ტელევიზიასთან ინტერვიუში.
„ეს ჩვენი ტერიტორიაა. თუ მათ არ მოუნდებათ დონბასისა და ყირიმის დაბრუნება, ეს ნიშნავს, რომ ომი არ დასრულებულა. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს გაყინული კონფლიქტის მაგალითი. ისინი იქ დარჩებიან, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიებია და ისინი იტყვიან, რომ ეს მათი ტერიტორიებია. ეს არ იქნება დიპლომატიური მოლაპარაკებები, თითოეული მხარე დაელოდება მანამ, სანამ მზად იქნება დეოკუპაციისთვის. ასე რომ, ეს არ არის მშვიდობა, ეს არ არის ომის დასრულება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.