თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკის ქვეყნებში მარცვლეულის გაგზავნის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
2 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მას შესთავაზა მარცვლეულის გაგზავნა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჯიბუტი, სომალი და სუდანი.
„იქ ვითარება არ არის კარგი. თუ პრობლემა იქნება აფრიკის სხვა ქვეყნებში, ჩვენ განვახორციელებთ ამ გადაზიდვებს. ამის შესახებ ზელენსკის დღეს საღამოს ვესაუბრეთ“, - განაცხადა ერდოღანმა.